გაიმართა საქართველოს 15-წლამდელთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის სამი მატჩი. ამ ასაკში 2001 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს შეუძლიათ თამაში. სამ ზონად ჩატარებული ჩემპიონატის შემდეგ, პლეი-ოფში დაწყვილდნენ გუნდები და დღეს იყო მეოთხედფინალები. გაირკვა სამი ნახევარფინალისტი:
დინამო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 5:0
მერანი (მარტვილი) - სფფ აკადემია 1:1 (პენალტებში 3:4)
ტორპედო (ქუთაისი) - საბურთალო (თბილისი) 2:0
25 ნოემბერს გაიმართება ბოლო მეოთხედფინალი: "ცხინვალი" დიღმის მასივში, "ავაზას" სტადიონზე ქობულეთის "შუქურას" დაუხვდება. თამაში 14:00 საათზე დაიწყება.
ნახევარფინალში "ტორპედო" სფფ-ს აკადემიას შეხვდება, ხოლო "დინამო" ეთამაშება "ცხინვალსა" და 'შუქურას" შორის მოგებულს. ნახევარფინალები და ფინალები ასევე ერთმატჩიანი იქნება და ნეიტრალურ მოედნებზე გაიმართება. ნახევარფინალები 30 ნოემბერს შედგება.
ხვალ გაიმართება 17-წლამდე ლიგის მეოთხედფინალები: 14:00 - საბურთალო-მერანი; 14:00 - კოლხეთი - სფფ აკადემია, 14:30 - ლოკომოტივი-ცხინვალი; 15:00 - დინამო (თბილისი) - ზუგდიდი.
აქვე აღვნიშნოთ, რომ სფფ აკადემიას ორივე ამ ასაკში უმცროსი ფეხბურთელები ჰყავს. 17-წლამდელებში 2001 წელს დაბადებულებს ათამაშებენ, ხოლო 15-წლამდელებში - 2002-იანებს.