დრეზდენის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია მეორე ბუნდესლიგის გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. LIga2-online.de-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში მან ხმების 67 პროცენტი მიიღო, ხოლო მეორეზე გასულ ანდრეას ვიოგლზამერს ("არმენია") მხოლოდ 24-მა პროცენტმა მისცა ხმა.
შეგახსენებთ, გოგიამ "ფიურტს" ორი ლამაზი გოლი გაუტანა და დრეზდენელებმა 2:1 მოიგეს.
ისე, მარტო ეს ტური რა მოსატანია, როცა გოგია Kicker-ის შეფასებებით, მიმდინარე ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია. როგორც იცით, მას გერმანული პასპორტი აქვს, თუმცა ჯერ კიდევ არის იმედი, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს.