ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა მოჭადრაკე ვაჟთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლა, სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი და ამ ტიტულის მაძიებელი სერგეი კარიაკინი ხვდებიან. ასპარეზობას ნიუ-იორკი მასპინძლობს.
ამ დაპირისპირებაში ფავორიტად კარლსენი ითვლებოდა, მაგრამ ჯერჯერობით პროგნოზი არ მართლდება, რადგან პრეტენდენტი ერთქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
მეცხრე პარტიაში თეთრებით კარიაკინი თამაშობდა, მას შეხვედრის შუა მონაკვეთში მოგების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში კარლსენი თითქმის უიმედო სიტუაციიდან გამოვიდა. შეხვედრა 5 საათი და 40 წუთი გრძელდებოდა. მოჭადრაკეები 74-ე სვლაზე ყაიმზე შეთანხმდნენ.
ამრიგად, კარიაკინმა ერთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და დღეისათვის ანგარიშია 5:4 რუსი მოჭადრაკის სასარგებლოდ.
მეათე პარტია დღესაა დაგეგმილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ადმინ ეხლა ვნახე განაცხადი და მარტო ლომთაძე და კუზილოვია. დანარჩენები არ წერია და იქნებ სხვებზეც მოიძიოთ ინფორმაცია, რატომ არ არიან?
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
იმისთვის მაინც გმადლობთ, რომ დაწერეთ ჩვენების მედლების შანსის შესახებ, მაგრამ დალოცვილებო 3 წინადადებიან სტატიას რომ დებთ, არ ჯობია ცოტა მეტი აქცენტი გააკეთოთ საკმაოდ პოპულარული სახეობის მსოფლიო ჩემპიონატზე (!!!), მით უმეტეს თუ 2 წონაში მედლის შანსი გვაქვს??? ქვეყანაში ჩამკვდარ და ამძაღებულ სპორტზე - ფეხბურთზე წუთში ხუთ კილომეტრიან სტატიას რომ დებთ, ზემოთ მოცემულზეც გააკეთეთ აქცენტი.
ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ზუსტადაც თქვენი (სპორტული ჟურნალისტების/მედიის) ბრალია ის სიტუაცია რაც საქართველოში სუფევს: ხალხი ფეხბურთის იქით, რომ ვერ იხედება და ყოველ წელი იზულიით იწყება გინდა საკლუბო, გინდა სანაკრებო დონეზე. და ხალხი 20 წლის მანძილზე რომ ვერ ჩაწვდა იმ მარტივ სინამდვილეს რაც ფეხბურთის მიმართულებით გვაქვს ქვეყანში, ვერასდროს ვერაფერს მივაღწევთ ამ სპორტში და მუდამ დამსხვრეული ილუზიებით იცხოვრებს ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი კიდევ მრავალი "20 წელი". ამიტომ გაანათლეთ ეს ხალხი და აჩვენებთ, რომ მსოფლიოში სხვა სპორტიც არსებობს და ყველაფერი არ მთავრდება ფეხბურთით. ასწავლეთ ხალხს, რომ ქვეყნის პოპულარიზაცია მაგალითად ძალოსნიბითაც შეიძლება, რაგბითაც, კალათბურთითაც, ძიუდოთიც და დაჟე ბადროს ტყორცნითაც. ამას თქვენს მეტი ვერავინ გააკეთებს. თორემ თუ ისევ განაგრძობთ თქვენს სტილს (წუთში 5 კილომეტრიანი სტატია ფეხბურთზე, ხოლო 3 წინადადებიანი სხვა სპორტზე წელიწადში ერთხელ), ისევ ეგონება ქართველ გულშემატკივარს, რომ მომავალ ლიგაზე ქართული გუნდი იასპარეზებს, ხოლო ამ მიზნის ვერ მიღწევის შემთხვევაში მთელი წელი იმითი ინუგეშებს თავს, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ღირსეულად წააგო 2:0 რუმინეთის ჩემპიონთან (რუმინეთი ხომ ბევრად მაღლა დგას ქართულ ფეხბურთზე ამიტომ არაუშავს). ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ევროპისა თუ მსოფლიოს შესარჩევ ჯგუფს ფრთაგაშლილი ოპტიმიზმით და პირველი ადგილის მოთხოვნით დავიწყებთ, ხოლო როცა მიზანი ჩავარდება და ბოლოსწინა ადგილზე გავა საქართველო, მომავალ ციკლამდე იმით ინუგეშებენ თავს რომ მაინც პროგრესია, რადგანაც წინა ციკლში ბოლოვე გავედით ამიტომ ერთი ადგილით დავწინაურდით, თან ჯგუფში ტოპ-კლასის ნაკრებები გვყავდა. და ასე უკუნითი უკუნისამდე... :-)))))
თურმანიძე რატომ არ არის?
წარმატებები ბიჭებო !