მიუნხენის “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგაზე 400 გოლი დაუგროვდა. ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში გერმანული გრანდი გასვლაზე “როსტოვთან” დამარცხდა (2:3), თუმცა საიუბილეო გოლის გატანა მოახერხა.
ანგარიში 36-ე წუთზე დუგლას კოშტამ გახსნა, რომელიც “რეკორდმაისტერისთვის” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მე-400 გოლი აღმოჩნდა.
“ბაიერნი” ამ მაჩვენებლით მე-3 არის და მასზე მეტი მხოლოდ ორ გუნდს გატანილი: “რეალს” (481 გოლი) და “ბარსელონას” (447 გოლი).