რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებს, ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში სახელობით ვარსკვლავებს გაუხსნიან.
ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ოლიმპიადის ოქროსმედალოსანთა სახელობითი ვარსკვლევების გახსნის, მათთვის საპრეზიდენტო ორდენებისა და ფულადი ჯილდოების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი 24 ნოემბერს, სეოკის შტაბ-ბინაში (მაჩაბლის ქუჩა №11) 12:00 საათზე გაიმართება.