“მონრეალის” 38 წლის შემტევი დიდიე დროგბა კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“მონრეალი” MLS-ის ნახევარფინალში იმყოფება, სადაც პირველ შეხვედრაში შინ “ტორონტო” 3:2 დაამარცხა, განმეორებითი მატჩი ტორონტოში 1 დეკემბერს გაიმართება.
ჯერჯერობით უცნობია, დროგბა კარიერას სად გააგრძელებს. გავრცელებულ ინფორმაციით, დიდიე მწვრთნელობას აპირებს.