ტურინის “იუვენტუსის” თინეიჯერი ფეხბურთელი მოის კინი უეფას ჩემპიონთა ლიგის მატიანეში სამუდამოდ ჩაეწერა. იგი გახდა XXI საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირზე ითამაშა.
მასიმილიანო ალეგრიმ 16 წლის კინს “სევილიასთან” 83-ე წუთიდან დაუთმო სათამაშო დრო. აღსანიშნავია, რომ მოის კინი 4 დღის წინ, იგივე მიღწევით იტალიის სერია A-ს ისტორიაშიც შევიდა.