დორტმუნდში ჩემპიონთა ლიგის ისტორია გადაიწერა – საქმე ისაა, რომ “ბორუსიასა” და “ლეგიას” მატჩში 12 გოლი გავიდა (VIDEO), ეს კი ლიგის არსებობის ისტორიაში ყველაზე უხვგოლიანი თამაშია.
გარდა ამისა, 24-ე წუთისთვის უკვე 5 გოლი იყო გასული და ესეც რეკორდია. ისევე როგორც, 32-ე წუთისთვის გატანილი 7 გოლი.
აქამდე ყველაზე უხვგოლიანად 2003-2004 წლების სეზონში გამართული “მონაკოსა” და “დეპორტივოს” მატჩი მიიჩნეოდა, როცა გუნდებმა 11 გოლი გაიტანეს.
ისე, საინტერესოა, როდემდე იქნება ძალაში “სიგნალ იდუნა პარკზე” დამყარებული რეკორდი...