ლეგენდარული შვედი ფეხბურთელის, ჰენრიკ ლარსონის შვილი ჯორდანი, გულშემატკივართა თავდასხმის ობიექტი გახდა. საქმე ისაა, რომ შვედეთის ჩემპიონატიდან გავარდა “ჰელსინბორგი”, რომელსაც დაბალ დივიზიონში გამოსვლა ბოლო 23 წლის განმავლობაში პირველად მოუწევს. სწორედ ამ გუნდის ღირსებას იცავს 19 წლის მოთამაშე, ხოლო მთავარი მწვრთნელი თავად ჰენრიკია.
პლეი-აუთის საპასუხო მატჩში “ჰელსინბორგმა” შინ 1:2 წააგო “ჰალმშტადთან” (ორი მატჩის ჯამში 2:3) და უმაღლესი ლიგიდან დაქვეითდა. ამ ფაქტით გაღიზიანებული ფანები კი მოედანზე შეიჭრნენ და ჯორდან ლარსონს თავს დაესხნენ.