ზაზა ფაჩულიამ ნბა-ს კარიერაში საიუბილეო მე-400 შეხვედრა დაიწყო სასტარტო 5-ეულში. “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ინდიანა” 120:83 გაანადგურა. ზაზამ პარკეტზე 14 წუთი დაჰყო და გუნდს 6 ქულა, 7 მოხსნა და ერთი პასი შესძინა. ფაჩულიამ 4-დან ორი ორქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო სროლა გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ზაზას ბურთი არ დაუკარგავს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ნბა-ში 905-ე შეხვედრა ჩაატარა.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, “გოლდენ სტეიტმა” მეტოქე ყველა პერიოდში დაჩაგრა. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა კლეი ტომპსონის ანგარიშზეა.
“გოლდენ სტეიტი” 12 მოგებით და ორი მარცხით დასავლეთ კონეფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრაში “მეომრები” “ლეიკერსს” დაუპირისპირდებიან, მატჩი 24 ნოემბერს თბილისის დროით 07:30 სააათზე დაიწყება.