ფეხბურთი

2:39 | 22.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ვესტ ბრომვიჩმა” “ბარნლი” გაანადგურა

პრემიერლიგის მე-12 ტურის დასკვნითი შეხვედრა “ჰაუტორნსზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ვესტ ბრომვიჩმა” “ბარნლი” მიიღო და მისთვის უჩვეულო ანგარიშით იმარჯვა.

“ბულბულები” მთელი მატჩის განმალობაში აღემატებოდნენ მეტოქეს, რაც ტაბლოზე დაფიქსირებულ შედეგზეც აისახა.

ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა: მარნის შეცდომა ფილიპსმა შეირგო და ჰიტონს ახლო მანძილიდან აუღებელი დაურტყა. სხვაობა მალე ორამდე გაიზარდა – “ბულბულების” სწრაფი კონტრიერიში მორისონმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა, ხოლო 37-ე წუთზე დარენ ფლეტჩერმა ახლო მანძილიდან ცარიელ კარში შეაგდო და ტაიმი 3:0 დასრულდა.

მასპინძლებმა მეორე ნახევარში ერთი ბურთის გატანა იკმარეს: 64-ე წუთზე სალომონ რონდონმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0.

ვესტ ბრომვიჩი – ბარნლი 4:0 (3:0)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, მაკოლი, ევანსი, ნიომი, დოუსონი, იაკობი, დ.ფლეტჩერი, მორისონი (გარდნერი 83), ბრანტი, ფილიპსი (მაკკლინი 75), რონდონი (რობსონ-კანუ 79).
მწვრთნელი: ტონი პულისი

ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, კინი, მი, იარდი, ლოუტონი, დეფური (ბარნესი 46), მარნი, არფილდი, გუდმონდსონი (ბოიდი 79), არფილდი, ჰენდრიკი, ვოკსი (გრეი 70).
მწვრთნელი: სეან დიჩი

გოლები: 1:0 ფილიპსი (4), 2:0 მორისონი (16), 3:0 დ.ფლეტჩერი (37), 4:0 რონდონი (64)
მსაჯი: მაიკ ჯონსი

0.144812