ლონდონის “არსენალის” მარჯვენა მცველით მატიე დებუშით იტალიური “რომა” და თურქული “გალათასარაი” ინტერესდებიან – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Star–ი.
დებუში დიდი ხანია, რაც არსენ ვენგერის გეგმებში აღარ შედის და თამაში საერთოდ აღარ უწევს. 31 წლის ფრანგი ლონდონურ კლუბს ზამთარში აუცილებლად დატოვებს. “არსენალის” ხელმძღვანელობა მის სანაცვლოდ მხოლოდ მიზერულ თანხას ითხოვს.
მატიე “მეთოფეების” რიგებს 2014 წლიდან იცავს და 22 მატჩში 1 ბურთი აქვს გატანილი. ის გასული სეზონის მეორე ნახევარში "ბორდოში" იყო განათხოვრებული, ხოლო მიმდინარე სეზონში საერთოდ არ უთამაშია.