კალათბურთი

19:41 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017 წილისყრამდე: საქართველო მეოთხე კალათაში, ისრაელის ან ფინეთის გზაზე

ახლა უკვე ოფიციალურად, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის წილისყრის წინ, მეოთხე კალათში განთავსდა. უშუალოდ ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა კი, 22 ნოემბერს, თურქეთში, კერძოდ სტამბულში ჩატარდება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მოკლედ, ფიბამ ევრობასკეტ 2017-ის მონაწილე 24 ნაკრები 6 კალათაში (4-4 გუნდი) შემდეგნაირად გადაანაწილა:

I კალათა: ესპანეთი, ლიტვა, საფრანგეთი, სერბეთი

II კალათა: საბერძნეთი, იტალია, ჩეხეთი, ლატვია

III კალათა: ხორვატია, ისრაელი, თურქეთი, ფინეთი

IV კალათა: რუსეთი, სლოვენია, უნგრეთი, საქართველო

V კალათა: გერმანია, ბელგია, პოლონეთი, მონტენეგრო

VI კალათა: ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, რუმინეთი

შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ქვეჯგუფში რუსეთის, სლოვენიისა და უნგრეთის ნაკრებებთან ვერ მოხვდება. იქედან გამომიდნარე, რომ რუსეთი პარტნიორად თურქეთმა, ხოლო უნგრეთი რუმინეთმა აირჩია, ილიას ზუროსის გუნდის მოხვედრა ხსენებულ მასპინძლებთანაც გამოირიცხა.

ახლა, ჩვენი მთავარი საკალათბურთო ნაკრებს ორი ვარიანტი აქვს: ფინეთის ან ისრაელის ჯგუფში მოხვდება. დანარჩენი კი, სამშაბათს საღამოს გვეცოდინება.

შეგახსენებთ, ევრობასკეტ 2017 დამდეგი წლის 31 აგვისტოს დაიწყება და 17 სექტემბრამდე გასტანს. ტურნირს ოთხი ქვეყანა, ისრაელი, ფინეთი, რუმინეთი და თურქეთი უმასპინძლებს. იმასაც გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს.

0.141436