ფეხბურთი

18:37 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” პრომესში 30 მილიონს იხდის

მოსკოვის “სპარტაკის” საუკეთესო ფეხბურთელი ქვინსი პრომესი “ლივერპულის” ინტერესის სფეროშია. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჰოლანდიელ თავდამსხმელს უშუალოდ იურგენ კლოპი აკვირდება და მზადაა მის გადასაბირებლად 30 მილიონი ევრო გაიღოს.

24 წლის ქვინსი პრომესი “სპარტაკში” 2014 წლიდან თამაშობს. ჯამში მან მოსკოვური კლუბის რიგებში 75 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა.

0.116157