ფეხბურთი

15:10 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტევესს ჩინეთში ზღაპრულ სიბერეს დაპირდნენ

“ბოკა ხუნიორსის” თავდამსხმელი კარლოს ტევესი შესაძლოა ჩინეთში გადავიდეს. ბრაზილიური yahoo sports Brasil-ის ინფორმაციით, ჩინეთის სუპერლიგაში თამაშის სანაცვლოდ 32 წლის ტევესს ერთ წელიწადში 40 მილიონ ევროს ჰპირდებიან. წყარო ამ ეტაპზე კონკრეტულად დაინტერესებული კლუბის ვინაობას არ ასახელებს.

თუ კარლოს ტევესი ამ გამოწვევას დასთანხმდა, მაშინ იგი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ არგენტინელმა ჯერ კიდევ თებერვალში “შანხაის” 22 მილიონიანი წინადადება უარით გაისტუმრა.

შეგახსენებთ, ჩინეთში ბოლო პერიოდში ბევრმა ცნობილმა მოთამაშემ მოიყარა თავი – გუარინი, რამირესი, ჰალკი, ჟერვინიო...

0.123038