კალათბურთი

14:33 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

სტივ კერი 25 ათასით დააჯარიმეს

“გოლდენ სტეიტის” მთავარი მწვრთნელი სტივ კერი 25 ათასი დოლარით დააჯარიმეს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კერიმ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში მსაჯების გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა. კონკრეტულად კი, “ტორონტოსთან” 127:121 მოგებულ შეხვედრაში მსაჯები გააკრიტიკა. კერის თქმით, არბიტრები დემარ დეროზნის ყველა დარღვევაზე თვალს ხუჭავდნენ. სწორედ ამის გამო, ნბა-მ მწვრთნელს ჯარიმის სახით 25 ათასი ამერიკული დოლარის გადახდა დააკისრა.

თეგებისტივ კერი
0.112278