ფეხბურთი

19:20 | 20.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ზუგდიდი" გავარდა, "საბურთალოს" მესამე ადგილის შანსიც აქვს

უმაღლესი ლიგის "წითელ ჯგუფში" "საბურთალომ" 3:1 სძლია "ზუგდიდს" და მეოთხე ადგილზეა. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებს მესამეზე გასვლის შანსიც აქვთ და შესაძლოა, სულაც მეხუთეზე გავიდნენ და უმაღლესში დასარჩენად ბრძოლა მოუწიოთ.

"ზუგდიდს" რაც შეეხება, გავარდა უმაღლესი ლიგიდან. იმისთვის, რათა ფლეი-ოფში მოხვედრილიყო და ბოლო ადგილისთვის თავი დაეღწია, "საბურთალოსთვისაც" უნდა მოეგო და ბოლო ტურში "სამტრედიაც" უნდა დაემარცხებინა.

დღევანდელ მატჩში ოთხი გოლიდან სამი ლეგიონერებმა გაიტანეს: ბრაზილიელმა, მაგრამ საფრანგეთის მოქალაქე ვაგნერ ნოგეირა გონსალვეშმა; უკრაინელმა ზოზულიამ და ესპანელმა სანტი ხარამ.

ერთი გოლი და თანაც, გადამწყვეტი კი, ქართველისა იყო: გიორგი ხარაიშვილმა 81-ე წუთზე წინ გაიყვანა თავისიანები.

დავუბრუნდეთ საბურთალოელთა მდგომარეობას. თუ ბოლო ტურში ბათუმელებთან მოიგებენ, ხოლო პარალელურად "კოლხეთი" გორში "დილას" ვერ დაამარცხებს, მესამეზე საბურთალოელები გავლენ. თანაბარი ქულების შემთხვევაში, "საბურთალოს" ფოთელებთან უპირატესობა აქვს.

მეორე ვარიანტია, რომ ჭიაბრიშვილის გუნდი მეხუთეზე დაქვეითდეს: თუ ბათუმელებთან წააგებს, ხოლო "დილა" "კოლხეთს" დაამარცხებს. თუ "საბურთალო" ფრედ ითამაშებს ბათუმელებთან, მეოთხე ადგილზე გავა ჯგუფში, რადგან "დილამ" რომც მოიგოს, ურთიერთშეხვედრებში აგებს თბილისელებთან.

საბურთალო-ზუგდიდი 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 გონსალვეში (34), 1:1 ზოზულია (57), 2:1 ხარაიშვილი (81), 3:1 სანტი ხარა (88)

"წითელი ჯგუფის" ბოლო ტური: 26 ნოემბერი: დილა-კოლხეთი, დინამო ბათუმი-საბურთალო, ზუგდიდი-სამტრედია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.111892