ფეხბურთი

16:57 | 19.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" სამტრედიაში მოიგო

დასრულდა უმაღლესი ლიგის "წითელი ჯგუფის" მატჩი. ლიდერმა და უკვე ჯგუფის ჩემპიონმა "სამტრედიამ" შინ 0:2 წააგო გორის "დილასთან". ეს სამტრედიელთა პირველი მარცხია ამ სეზონში, ხოლო გორელებს ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდათ. "დილა" მეოთხე ადგილზე გადავიდა, თუმცა მაინც გაუჭირდება ამ პოზიციის შენარჩუნება, რადგან "საბურთალოს" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. საბურთალოელებს კი ერთი თამაშით ნაკლები აქვთ.

ორივე გოლი პირველ ტაიმში, ხუთწუთიან მონაკვეთში გავიდა: "დილას" შემტევი გიორგი ერისთAვი მეკარესთან პირისპირ დარჩა, ძლირად დაარტყა, ბურთი ჯერ გოლკიპერს მოხვდა, მერე "სამტრედიას" ნახევარმცვბელ გიული მანჯგალაძეს და სწორედ მანჯგალაძისგან შევარდა კარში; მეორე გოლი კი ნიკა ელიაურმა შეაგდო ლევან ნონიკაშვილის პასის შემდეგ. 55-ე წუთზე "დილას" თემურ ღონღაძე გაუძევეს მეორე ყვითელი ბარათის გამო, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

"სამტრედია" - "დილა" 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 მანჯგალაძე (26 საკ.კარში), 0:2 ელიაური (31)

"წითელი ჯგუფის" ტურის ორი მატჩი 20 ნოემბერს გაიმართება: 14:00. სიონი (ბოლნისი) -დინამო (ბათუმი), 17:00. "საბურთალო" (თბილისი) - "ზუგდიდი".

0.11725