ჭადრაკი

14:16 | 19.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე  სწრაფი  ყაიმი

ჭადრაკში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ დაპირისპირებაში, სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი და პრეტენდენტი სერგეი კარიაკინი ხვდებიან, მეექვსე ტურის პარტია გათამაშდა.

თეთრებით პრეტენდენტი თამაშობდა. გათამაშდა ამ დაპირისპირების ყველაზე პოპულარული ესპანური პარტია. როგორც მოსალოდნელი იყო, მორიგი, მეექვსე ყაიმი დაფიქსირდა. მოულოდნელი კი ის იყო, რომ მეტოქეები წინა პარტიებისაგან განსხვავებით ბევრად უფრო ადრე - 32-ე სვლაზე დაზავდნენ. ექვსი პარტიის შემდეგ ანგარიში საყაიმოა 3:3.

დღეს მოჭადრაკეები ისვენებენ. მორიგი მეშვიდე პარტია 20 ნოემბერს არის დაგეგმილი.

0.120049