ფეხბურთი

11:19 | 19.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე ლაზარეთში რჩება - "ფიორენტინასთან" მისი თამაში გამოირიცხა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ლევან მჭედლიძეს კვირას, სერია A-ს კალენდარული მატჩი ფლორენციის “ფიორენტინას” წინააღმდეგ გაუცდება. ამის შესახებ pianetaempoli.it-ი იტყობინება. წყაროს ცნობით, ლევანს ბარძაყის კუნთების დაზიანება აღენიშნება. ამ ეტაპზე უცნობია თუ რა დრო გაუცდება ქართველ შემტევს, მაგრამ ტოსკანურ დერბიში მისი თამაში უკვე გამოირიცხა.

მჭედლიძემ აღნიშნული ტრავმა საქართველოს ნაკრებში ყოფნის დროს მიიღო. კერძოდ, მოლდოვასთან დაპირისპირების წინ და შესაბამისად, ვერც ზემოხსენებულ შეხვედრაში მოახერხა მონაწილეობის მიღება.

0.124432