ჭიდაობა

23:20 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმა ოქროს გზაზე რუსეთზეც გაიარეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები "ევროპის ერთა თასზე” უმაღლეს ტიტულს დაეუფლა. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ პრესტიჟულ გუნდურ შეჯიბრებაზე რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალის გზაზე უკრაინისა (5:3) და რუმინეთის (8:0) ნაკრებები ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი უმთავრეს ფავორიტს - რუსეთს აჯობა - 6:2.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქ-გვერდის ცნობით:

57 კგ - ოთარ გოგავამ რასულ მეშეზოვს 4:1 სძლია.

61 კგ - ბექა ლომთაძე დაძაბულ შეხვედრაში 4:6 დამარცხდა ახმედ ჩაკაევთან.

65 კგ - ზურაბ იაკობიშვილმა პირველსავე პერიოდში 10:0 დაამარცხა რუსი მურად ნუხკადიევი.

70 კგ - დავით ტლაშაძემ დამაჯერებლად მოუგო ილდუს გინიატულინს.

74 კგ - ზურაბ ერბოწონაშვილმა 10:4 აჯობა ხუსეინ სიუნჩევს.

86 კგ - სანდრო ამინაშვილი დამარცხდა შამილ აბდურახმანოვთან.

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძემ 6:0 მოუგო ევგენი კოლომიეცს.

125 კგ - გენო პეტრიაშვილმა პირველსავე პერიოდეში სუფთად დაამარცხა ჩეჩენი ბეკხან დუკაევი.

ხვალ რუმინულ ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ. საქართველოს ნაკრების გარდა ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან: რუსეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და თურქეთის ნაკრებები.

0.132556