ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ოქტომბრის თვის პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან გასულ თვეში “არისტოკრატებმა” 4 ჩატარებული მატჩიდან ყველა მოიგეს, 11 გოლი გაიტანეს და გოლიც არ გაუშვიათ.
“ჩემთვის ეს საამაყოა, ეს ფეხბურთელებისა და გუნდის დამსახურებაა”, - თქვა კონტემ.
“ჩელსი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ამჟამად მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ “ლივერპულს” ერთადერთი ქულით ჩამორჩება.