ჩოგბურთი

11:14 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაონიჩი ნახევარფინალშია

წლის შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირის ბ ჯგუფში მეორე ადგილი კანადელმა მილოშ რაონიჩმა დაიკავა. მეორე ადგილისთვის მატჩში რაონიჩმა დომინიკ ტიმი 7:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 32 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც კანადელმა 7:5 იმარჯვა. მეორე პარტია კი ორი ბრეიკით მოიგო.

ნახევარფინალში რაონიჩი ა ჯგუფში პირველ ადგილზე გასულს შეხვდება, რომელიც დიდი ალბათობით ბრიტანელი ენდი მარეი იქნება.

წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 7.5 მილიონ დოლარს შეადგენს.

1.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

3

3

0

6:1

3

2.

მილოშ რაონიჩი

3

2

1

4:2

2

3.

დომინიკ ტიმი

3

1

2

3:5

1

4.

გაელ მონფილსი

2

0

2

1:4

0

5.

დავიდ გოფინი

1

0

1

0:2

0

0.125412