სხვა

12:26 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მთამსვლელთა წარმატებული ასვლები ჰიმალაიზე, ტიანშანსა და კავკასიონზე სამინისტროში შეჯამდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მთამსვლელთა გართიანებული ფედერაციის ორგანიზებით ტიანშანის, ჰიმალაისა და კავკასიონის მწვერვალებზე ქართველმა მთამსვლელებმა მნიშვნელოვანი ასვლები განახორციელეს.

ქართველმა ალპინისტებმა კავკასიონზე მწვერვალი უშბა (უმაღლესი კატეგორიის სირთულის მარშრუტი სამხრეთ უშბაზე), მწვერვალი ჩათინი (უმაღლესი სირთულის მარშრუტი ე.წ. რომბზე), ტიანშანში პირველი ქართული გზა კორონას სამხრეთ კედელზე, ხან-თენგრი 7 010 მ, მწვერვალი ვაჟა-ფშაველა 6 918 მ, ხოლო ჰიმალაიში მწვერვალი მანასლუ 8 163მ მ. ნეპალი) დალაშქრეს. აღსანიშნავია, რომ 14 რვაათასიან მწვერვალს შორის მანასლუ სიმაღლით მე-8 ადგილზეა, ხოლო მწვერვალ ჩათინზე ქართველებმა ეს მარშრუტი ბოლოს 20 წლის წინ გაიარეს.

აღსანიშნავია ასევე ორ თვიანი ექსპედიცია ტიან-შანი 2016, შუა აზიაში, რომლის ფარგლებშიც ალა-არჩას ხეობაში პირველი ქართული გზა დაემატა.

ამის შემდეგ კი განხორციელდა ასვლა ხან-თენგრიზე, რომელიც ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე 7000 მ. სიმაღლის მთად ითვლება.

მესამე ასვლა განხორციელდა მწვერვალ ვაჟა-ფშაველაზე მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში 6 918მ-ზე.

შუა აზიიდან დაბრუნებულმა ჩაბმამ ჭაუხში ასათიანის აღმოსავლეთ კედლის პირველი გავლა განახორციელა.

წარმატებული ასვლებიდან დაბრუნების შემდეგ, 17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მთამსვლელთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბიძინა გუჯაბიძე, გენერალური მდივანი გივი ქართველიშვილი და ახალგაზრდა მთამსვლელები შეხვდნენ.

პრესკონფერენციაზე საუბარი იყო ბოლო პერიოდში განხორციელებულ წარმატებულ ასვლებზე, ახალგაზრდა მთამსვლელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია 2016 წლის ასვლების შესახებ, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და ერთობლივად დაგეგმილ პროექტებსაც.

1) მწვერვალი მანასლუ /8163მ./ ნეპალი, ჰიმალაები
ა.ცინცაძე

2) მწვერვალი ჩათინი. უმაღლესი სირთულის /VI/ მარშრუტი .. რომბზე
ა.ბადრიაშვილი /ხელმძღვანელი/
ბ.გელაშვილი
გ.ტეფნაძე

3)
მწვერვალი უშბა. უმაღლესი /VI/ კატეგორიის სირთულის მარშრუტი სამხრეთ უშბაზე
ი.ბერულავა
ბ.გუჯაბიძე /ხელმძღვანელი/
ი.გუჯაბიძე
ზ.კვესტაძე
ბ.ფაჯიშვილი

4) კორონა, ახალი გზა სამხრეთ კედელზე

არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე

5) ხან-თენგრი, 7010 მ.

არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე

6) მწვერვალი ვაჟა-ფშაველა 6918 მ. ქართული გზით

7) ასათიანის აღმოსავლეთ კედლის პირველ-გავლა

გიორგი ტეფნაძე, არჩილ ბადრიაშვილი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.127785