ჭადრაკი

12:49 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოჭადრაკე ქალები უმაღლესი ლიგის საგზურებისთვის იბრძვიან

ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე ქალთა შორის ჭადრაკში საქართველოს 74-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის შეხვედრებს მასპინძლობს.

ტურნირში მონაწილეობის სურვილი 28 მოჭადრაკემ გამოთქვა, რომლებიც უმაღლესი ლიგის ხუთი საგზურისათვის იბრძვიან. უმაღლესი ლიგის საგზურს I-V ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ. ასპარეზობის მონაწილეთა შორის საერთაშორისო წოდების მქონე 10 მოჭადრაკეა. მათ შორისაა საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი ნინო ხურციძე.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად ტარდება. დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

0.115356