ჭადრაკი

10:28 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

კარიაკინმა მოგების შანსი ვერ გამოიყენა

ერთდღიანი შესვენების შემდეგ მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ დაპირისპირებაში, სადაც ერთმანეთს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი ( ნორვეგია) და პრეტენდენტი სერგეი კარიაკინი (რუსეთი) ხვდებიან, მეხუთე ტურის პარტია გათამაშდა.

თეთრებით კარლსენი თამაშობდა. მისთვის საყვარელ ესპანურზე ამჯერად მან უარი თქვა და იტალიური პარტია აირჩია. მალე კარლსენი მცირე უპირატესობას დაეუფლა. თუმცა შეტევით გართულმა 41- სვლაზე სერიოზული შეცდომა დაუშვა, მაგრამ თავდაცვითი თამაშით დაკავებულმა კარიაკინმა ეს შანსი ვერ გამოიყენა და 51-ე სვლაზე მიმდინარე დაპირისპირებაში ზედიზედ მეხუთე ყაიმი დაფიქსირდა.

მეექვსე პარტია დღესაა დაგეგმილი.

0.121139