მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა დამრტყმელმა ძალამ ანტუან გრიზმანმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და დიდი ალბათობით, შაბათს გასამართ მადრიდულ დერბიში თამაშს შეძლებს – იუწყება ესპანური გამოცემა Marca.
ფრანგმა შემტევმა მარცხენა ფეხი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში, შვედეთან მოგებულ (2:1) მატჩში იტკინა და კოდ დ’ივუართან ფრედ (0:0) დასრულებული ამხანაგური შეხვედრის გამოტოვებაც მოუწია. იყო ვარაუდები, რომ ანტუანი “რეალთან” თამაშს ვერ შეძლებდა, თუმცა დაზიანება სერიოზული არ გამოდგა და უდიდესი ალბათობით ის თამაშს მოახერხებს.
გრიზმანმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოსა” და “რეალის” გასამართი დაპირისპირება შაბათს “ვისენტე კალდერონზე” ჩვენი დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.