ფეხბურთი

21:43 | 17.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლაიფციგი” ბუნდესლიგის რეკორდსმენობასთან ახლოსაა

გერმანიის ბუნდესლიგის დებიუტანტი “ლაიფციგი” ახლოსაა ქვეყნის რეკორდი დაამყაროს - თუ გერმანიის ჩემპიონატის მე-11 ტურში “ლევერკუზენთან” არ წააგებს, პირველი გუნდი გახდება ბუნდესლიგის არსებობის ისტორიაში, რომელსაც პირველივე წელს ამდენი თამაში დაუგროვდება წაუგებლად ჩატარებული.

აქამდე 1993 წელს, “დუისბურგმა” შეძლო პირველი 10 თამაშის ისე ჩატარება, რომ არ წაუგია. აღსანიშნავია, რომ თუ რალფ ჰასენჰუტლის კრებული “ლევერკუზენს” მოუგებს, მიმდინარე სეზონში ასევე პირველი გუნდი იქნება გერმანიაში, რომელიც ზედიზედ 6 მატჩის მოგებას მოახერხებს.

“ლაიფციგი” ამჟამად 24 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და “ბაიერნს” მარტო იმიტომ ჩამორჩება, რომ ბურთების შეფარდება აქვს უფრო დაბალი.

"ლაიფციგი" "ლევერკუზენთან" შეხვედრას 18 ნოემბერს, სტუმრად გამართავს.

თეგებილაიფციგი
0.110823