საქართველოს 16-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები მომავალ თვეში აზერბაიჯანის ნაკრებთან ორ სპარინგ-მატჩს გამართავს.
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებით, თამაშები 16 და 19 დეკემბერს თბილისში ჩატარდება.