ფეხბურთი

13:37 | 17.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” რიბერის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობა ფრანკ რიბერისთან ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს. L’Equipe-ს ინფორმაციით, ახალი შეთანხმება ერთწლიანი იქნება. ფრანგ ნახევარმცველს კლუბთან ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

როგორც წყარო იტყობინება, 33 წლის ფეხბურთელის ხელფასი იგივე იქნება, რაც ახლა - 14 მილიონი ევრო წელიწადში. მიუნხენურ კლუბში რიბერიზე მეტს მხოლოდ თომას მიულერი გამოიმუშავებს, რომელსაც ყოველწლიურად 16 მილიონს უხდიან.

ფრანკ რიბერი “ბაიერნში” 2007 წელს “მარსელიდან” გადავიდა. გუნდთან ერთად 6-ჯერ მოიგო ბუნდესლიგა, 5-ჯერ გერმანიის თასი, 3-ჯერ სუპერთასი და ერთხელ ლიგის თასი, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

0.114352