ქალაქი ქუთაისი, ჭადრაკში ცნობილი ქართველი მწვრთნელის დავით ჩირაძის მემორიალს მასპინძლობს ასაკობრივი (7, 8 ,10 წლები) მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის.
,,ტურნირში საქართველოს სამი რეგიონის იმერეთის, სამეგრელო ზემო სვანეთისა და გურიის 44 გუნდი მონაწილეობს. თითოეული გუნდის შემადგენლობაში სამი ბიჭი და ერთი გოგონა იმყოფება. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად ტარდება’’ - გვითხრა ტურნირის მთავარმა მსაჯმა, იმერეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ალეკო არსენიძემ.
დავით ჩირაძემ ისეთ მოჭადრაკეებს დაულოცა გზა დიდ ჭადრაკში, როგორებიც მაია ჩიბურდანიძე, გიორგი და დავით გიორგაძეები არიან.