სანამ საქართველოში პოლიტიკური პარტიები მარიხუანას ლეგალიზება-არალეგალიზებაზე ლაყაფით არიან დაკავებულნი, მანამდე მარიხუანას (და არამხოლოდ მარიხუანას) ჭეშმარიტი დამფასებელი და საზოგადო მოღვაწე, დიეგო არმანდო მარადონა სულ სხვა საფიქრალს შეუპყრია.
ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს კარგად ესმის საკუთარი პოპულარობისა და ცნობადობის ფასი და რაკი ბევრ სხვა საქმეში ხელი მოეცარა, გადაწყვეტილი აქვს არგენტინასა და ევროპაში მისი სახელობის რესტორნების ქსელი გახსნას. ამის შესახებ დიეგო არგენტინელ ჟურნალისტებს ესაუბრა.
მარადონას სურვილი აქვს, რომ მის მიერ გახსნილი რესტორნები შედარებით დაბალფასიანი სეგმენტისა იყოს და ნებისმიერი შეძლების ადამიანებს შეეძლოთ იქ შესვლა. კერძები ცხადია არგენტინული იქნება, თუმცა თუკი ეს იდეა განხორციელდება, შესაძლებელია მთელი რიგი ცვლილებები მოხდეს.