მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ალვარო მორატა ტრავმირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
24 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ინგლისთან ფრედ (2:2) დასრულებულ ამხანაგურ მატჩში მიიღო. ალვაროს სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინა, რომ მარჯვენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული. ის თამაშს დაახლოებით ორი კვირა ვერ შეძლებს.
მორატამ მიმდინარე სეზონში “რეალის” მაისური 17-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.