სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:50 | 16.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოზილი: “არსენალს" ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია”

გერმანიის ნაკრების და ლონდონის “არსენალის” ერთ-ერთმა ლიდერმა მესუთ ოზილმა განაცხადა, რომ მის გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

პრემიერლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში “არსენალი” გასვლაზე “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება. ოზილს კი, იმის ამბიცია აქვს, რომ 10 წლის შემდეგ ლონდონური კლუბი პირველად იმარჯვებს “ოლდ ტრაფორდზე”.

“ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია და გვინდა, რომ მიმდინარე სეზონში ეს ყველას დავანახოთ. ჩვენ ყველა შეხვედრა უნდა მოვიგოთ, დავაგროვოთ ქულების მაქსიმალური რაოდენობა და დიდი გუნდების წინააღმდეგ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც “ჩელსისთან”.

ცხრილის ზედა ნაწილში დიდი სიმჭიდროვეა და კონკურენტებთან კარგად თამაში განსაკუთრებით მნივნელოვანია. ჩვენი მიზანი ყველა თამაშში გამარჯვებაა და თუ ამის გაკეთება მოვახერხეთ, ყველა მეტოქეზე ზემოთ ვიქნებით” – განაცხადა გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა.

ცნობისთვის, “არსენალმა” “ოლდ ტრაფორდზე” ბოლოს 2006 წელს ემანუელ ადებაიორის გოლით იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “არსენალის” დაპირისპირება შაბათს საქართველოს დროით 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.110947