ფეხბურთი

21:07 | 16.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ახალი სპონსორი ეყოლება

კატალონიის "ბარსელონას" მომავალი სეზონიდან ახალი მთავარი სპონსორი, იაპონური ინტერნეტ-კომპანია "რაკუტენი" ეყოლება. როგორც "ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ხელშეკრულება ოთხწლიანია და ამ ხნის განმავლობაში ესპანელები 220 მილიონ ევროს მიიღებენ.

ასევე ლა ლიგის მოგების შემთხვევაში აზიელები ბონუსის სახით "ბარსელონას" 1.5 მილიონს დაუმატებენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფისთვის - 5 მილიონს. იმ შემთხვევაში თუ მხარეები თანამშრომლობით კმაყოფილნი იქნებიან კონტრაქტი ერთი წლით გაგრძელდება.

იაპონურ კომპანიასთან მოლაპარაკება კი ჟერარ პიკეს 2015 წელს დაუწყია და საბოლოოდ კლუბმა აზიელებთან სარფიანი კონტრაქტი გააფორმა. "რაკუტენი" "მანჩესტერ სიტისაც" სთავაზობდა თანამშრომლობას, თუმცა "ქალაქელებმა" წითელი მაისურების ჩაცმა იუარეს.

მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მთავარი სპონსორი კვლავ იქნება "ყატარ ეარვეისი", რომელთანაც "ბლაუგრანას" ხელშეკრულება 2017 წელს ეწურება, მომდევნო სეზონიდან კი კლუბის პირველი გუნდის მაისურზე ახალი სპონსორის წარწერა გამოჩნდება.

0.153267