უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში დაასრულა გაბორ კირალიმ. 40 წლის მეკრემ თავის ქვეყნის ღირსება უკანასკნელად გუშინ, შვედეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაიცვა – იგი 27-ე წუთზე შეცვალეს და მთელმა სტადიონმა ტაშით გააცილა.
გაბორ კირალის ნაკრებში დებიუტი 1998 წელს ჰქონდა და მას მერე 107 თამაში ჩაატარა.
კირალი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, ვისაც ფინალურ ეტაპზე უთამაშია. ამ რეკორდს გამოცდილმა მეკარემ ზაფხულში, ევრო 2016-ზე მიაღწია.