ფეხბურთი

13:27 | 16.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პერტია "ლიეპაიას" მწვრთნელად დაინიშნა

41 წლის ქართველი სპეციალისტი თამაზ პერტია ლატვიაში აგრძელებს საქმიანობას, მაგრამ კლუბი შეიცვალა - "ლიეპაიას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ეს კლუბი ლატვიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა.

როგორც იცით, პერტია სამი წლის განმავლობაში რიგის "სკონტოს" თავკაცობდა და წარმატებულადაც. კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ჩემპიონობისთვის იბრძოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.058316