ფეხბურთი

22:18 | 15.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” ორმა ლეგიონერმა დატოვა

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ “დინამო” თბილისში საკადრო ცვლილებები გრძელდება. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, კლუბი ორმა ლეგიონერმა ხორვატმა მცველმა მატია შპიჩიჩმა და ბულგარელმა ნახევარმცველმა სტეფან ველევმა დატოვეს. კონტრაქტი ორივე მოთამაშესთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

ველევიცა და შპიჩიჩიც “დინამოში” გასულ ზაფხულს ჩაირიცხნენ დიდი იმედებით, თუმცა ქართველ ქომაგს თავი ვერაფრით დაამახსოვრეს. ხორვატმა მცველმა მთლიანობაში 6-ჯერ მოირგო “დინამოს” მაისური, 27 წლის ბულგარელმა ველევმა კი, 9 თამაში ჩაატარა და გოლი არც მას გაუტანია.

გარდა ფეხბურთელებისა, “დინამო” აკადემიის მთავარმა მწვრთნელმა, ასევე ბულგარელმა ვესელინ ბრანიმიროვმა დატოვა. ახლა “დინამოში” ერთადერთი ლეგიონერი ფეხბურთელი დარჩა – ბრაზილიელი რენე სანტოსი.

0.24102