ფეხბურთი

20:50 | 15.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" თავკაცმა ბილია მოითხოვა

მილანის "ინტერის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის და "ლაციოს" კაპიტნის ლუკას ბილიას შეძენა მოითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია Premium Sport-მა გაავრცელა.

როგორც ცნობილი ხდება, "ნერაძურის" ხელმძღვანელობა მზადაა იტალიელი სპეციალისტის სურვილი დააკმაყოფილოს და ფეხბურთელის სანაცვლოდ 26 მილიონ ევროს გადაიხდის. ჯერჯერობით უცნობია რომაელთა პოზიცია აღნიშნული წინადადების შესახებ.

ბილიას იტალიელებთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში 30 წლის ნახევარმცველმა ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა და მხოლოდ 6 შეხვედრა ჩაატარა. სამხრეთამერიკელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.

0.114008