გერმანული Kicker-ის შეფასებების მიხედვით, II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი აკაკი გოგიაა. 24 წლის გოგია დრეზდენის "დინამოში" მშვენიერ სეზონს ატარებს, 9 ტურში მისი საშუალო შეფასებაა 2,44. ამდენივე აქვს "ნიურნბერგის" მეკარე ტორსტენ კირშბაუმს.
სულ 12 ტურია გასული. გოგიას გუნდი მერვე ადგილზეა. როგორც იცით, აკაკი გერმანიის მოქალაქე გახლავთ.