ჭადრაკი

14:49 | 15.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მელიამ ნოვი სადში ორი მედალი აიღო

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დასრულებულ ქალ მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, ბათუმის ,,ნონასა’’ და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, საერთაშორისო დიდოსტატმა სალომე მელიამ, მეოთხე დაფაზე ნაჩვენები შედეგისათვის (6 თამაში, 4,5 ქულა) მეორე ვერცხლის მედალი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სალომემ პირველი მედალი გუნდთან ერთად მოიპოვა, რომელიც ,,მონტე კარლოს’’(მონაკო) შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა, მესამე ადგილი რუსეთის ,,უგრას’’ ერგო.

0.115077