საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები მსოფლიოს ლიგის ევროპული ეტაპის 2016-17 წლების გათამაშებას იწყებს. პირველ შეხვედრას ქართველი წყალბურთელები 15 ნოემბერს თბილისში, "ოლიმპიკის" აუზში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 18:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
საქართველოს ნაკრებმა რუსეთთან მატჩის წინ, მოსამზადებელი შეკრება ორი კვირის განმავლობაში სერბეთსა და უნგრეთში გაიარა. ჩვენი გუნდი რუსეთის ნაკრებს დღეს ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდება: ნიკოლოზ შუბლაძე, ირაკლი რაზმაძე, ზურაბ რურუა (კ), გიორგი ხვედელიანი, ალექსანდრე რუსიშვილი, კონსტანტინე გეგელაშვილი, მიხეილ ბაღათურია, ანდრია ბითაძე, რეზი იმნაიშვილი, ბექა ქავთარაძე, მარკო ელაჩა, ნიკოლოზ შუშიაშვილი, გიორგი მესხი, დამირ ცრეპულია.
მწვრთნელები - იოვან პოპოვიჩი და ვლადიმერ ისელიძე.
სულ შეჯიბრებაში ევროპის 11 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც წილისყრით სამ ჯგუფში გადანაწილდნენ: ჩვენს ჯგუფში იყო თურქეთიც, მაგრამ მათ ბოლო მომენტში თამაშზე უარი თქვეს.
A ჯგუფი: რუმინეთი, გერმანია, სლოვაკეთი, სერბეთი
B ჯგუფი: ჰოლანდია, ხორვატია, საბერძნეთი, საფრანგეთი
C ჯგუფი: საქართველო, იტალია, რუსეთი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური