ჭადრაკი

12:10 | 15.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესამე ყაიმი

ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება ჭადრაკში, სადაც ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი ( ნორვეგია) და პრეტენდენტი სერგეი კარიაკინი ( რუსეთი) ხვდებიან.

მესამე პარტიაში, რომელიც 6 საათი და 40 წუთი გაგრძელდა, თეთრებით მსოფლიო ჩემპიონი თამაშობდა. კარლსენს ორჯერ ჰქონდა თამაშის მოგების შანსი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში დაშვებული ელემენტარული შეცდომების გამო ეს შანსები ვერ გამოიყენა. ამით ისარგებლა კარიაკინმა და შეხვედრა ყაიმით დასრულდა.

ზედიზედ სამი ყაიმის შემდეგ ანგარიშია 1,5:1,5. დღეს მეოთხე პარტიაში, რომელიც თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება, თეთრებით კარიაკინი ითამაშებს.

0.115553