ფეხბურთი

23:55 | 14.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“საუთჰემპტონი” ველოსოთი დაინტერესდა

იტალიური “ჯენოას” ნახევარმცველით მიგელ ველოსოთი “საუთჰემპტონი” დაინტერესდა – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Star–ი.

აღნიშნული წყაროს ცნობით, “წმინდანებს” პორტუგალიელი ნახევარმცველის იაფად ხელში ჩაგდება სურთ, რადგან მიგელს “ჯენოასთან” მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და იტალიელებს თანხაზე ვაჭრობის დიდი საშუალება არ აქვთ.

ველოსომ მიმდინარე სეზონში “ჯენოას” მაისური 10-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

0.123259