ფეხბურთი

20:15 | 14.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით მუჯირი: "ვლადიმირ ვაისის ხელში საქართველოს ნაკრებს კარგი მომავალი აქვს"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვლადიმირ ვაისის მუშაობა დამაკმაყოფილებელია. როგორც მუჯრიმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის ნაკრებს აქვს იმის პერსპექტივა, რომ ვაისთან ერთად მომავალში წარმატებას მიაღწიოს.

აღსანიშნავია, რომ ბატონმა მუჯირმა კითხვას, თუ რამდენი აქვს ანაზღაურება სლოვაკ სპციალისტს ნაკრებში, გვერდი აუარა და ღია დატოვა.

“ამაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ. სჯობს ეს კითხვა ალექსანდრე იაშვილს დაუსვათ, რადგან ნაკრებს ის კურირებს. თუმცა, პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ გუნდს ეტყობა პროგრესი. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმები და ვხედავთ, რომ დღევანდელ ნაკრებს ვლადიმირ ვაისის ხელში კარგი მომავალი აქვს. შესაბამისად, პირველი წლის შემდეგ მნიშვნელოვანი მეორე და მესამე წელი იქნება. ვაისის კონტრაქტის გაგრძელებაზე 2017 წელს იმსჯელებს ფედერაცია – წარმატებას ვუსურვებ მას და ნაკრებს, რადგან ეს ჩემი, თქვენი და ყველას წარმატება იქნება. ხელფასს თუ რამდენს იღებს - ვფიქრობ, ეს კითხვა ახლა უადგილოა”, - განაცხადა მუჯირმა.

0.117778