“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა “შარლოტ ჰორნეტსთან” (100:93) მოგებულ მატჩში ერთი ჩაჭრა გააკეთა, რითაც ნბა-ს ისტორიაში ჩაჭრების რაოდენობით 23-ე ადგილზე გადაინაცვლა. “მეფემ” ფატ ლევერს გადაასწო და სულ 1667 ჩაჭრა დაუგროვდა.
ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო ჩამჭრელი ჯონ სტოკტონია (3265 ჩაჭრა), მეორე ადგილს ჯეისონ კიდი 2684 იკავებს, ხოლო მესამეზე მაიკლ ჯორდანია – 2514.