თანამედროვე ფეხბურთში წითელ ბარათი მოთამაშეებს სხვადასხვა მიზეზით მიუღიათ, მაგრამ ბოსნიელმა ედინ ჯეკომ ალბათ ყველას აჯობა – საბერძნეთისა და ბოსნიის ნაკრებთა მატჩის (1:1) მე-80 წუთზე “რომას” ბომბარდირმა სოკრატის პაპასტოპულოსს შორტი ჩააძრო და მსაჯისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა, მანამდეც გაფრთხილებული იყო და შესაბამისად, მოედანი დატოვა.
სხვათა შორის, უშუალოდ ჯეკოს მიაჩნია, რომ არბიტრმა უმიზეზოდ გააძევა:
“მიზეზის გარეშე გამაძევა მსაჯმა. ერთადერთი ვინც ძირს დაეცა მე ვიყავი და როგორ შემეძლო ჩხუბის დაწყება? – ერთი სული მაქვს საბერძნეთს ისევ როდის შევხვდებით”, - განუცხადა ჯეკომ ადგილობრივ მედიას.
ედინ ჯეკო განაწყენებული და გაბრაზებული ჩანდა, მაგრამ თვითონ ეპიზოდი სახალისო კი გამოვიდა...