თამაშგარე

14:50 | 14.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანტიაგო სოლარის დით პოლიცია დაინტერესდა

არგენტინელი ყოფილი ფეხბურთელის, სანტიაგო სოლარის ეპატაჟურ დაზე, ლიზ სოლარიზე წერა და ყბედობა არც არგენტინულ და არც ესპანურ ბულვარულ მედიას არ ეზარება და ჩვენ რატომ უნდა დავიზაროთ? მით უმეტეს, რომ ეს გოგონა დასაწერსა და სათქმელს ყოველთვის გვაძლევს ხოლმე.

აი მაგალითად ამ ორი დღის წინ, ლიზ სოლარი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთ დიდ წვეულებაზე, სადაც ლიზიც იყო მიწვეული და დიდი გნიასი სუფევდა, ნარკოტიკის ზედოზირებით ორი ადამიანი გახდა ცუდად და ამის გამო სანტიაგო სოლარის დაიკოს პოლიციაში მისვლა და ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწია.

მიუხედავად იმისა, რომ ლიზი დაკითხვის შემდეგ სახლში გაუშვეს, ამ ქალით პოლიციის დაინტერსება მაინც მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან ადრე ლიზ სოლარის თავადაც უთქვამს, რომ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას იგი ყველა ხერხითა და საშუალებით ცდილობს და პოლიციასაც მეტი რა უნდა?!...

0.116089