“ვილიარეალის” თავდამსხმელმა სედრიკ ბაკამბუმ განაცხადა, რომ ზაფხულში პსჟ-ში გადასვლა შეეძლო, თუმცა ვალენსიურ კლუბში დარჩენა არჩია.
მისი თქმით, პარიზელებს ის იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად ეგულებოდათ, თუმცა ფრანგების წინადადებაზე უარი თქვა.
“მე მქონდა პარიზიდან წინადადება და შემეძლო კავანის პარტნიორი გავმხდარიყავი შეტევაში, თუმცა არსებობს ყოველთვის ორი ვარიანტი და მე “ვილიარეალში” დარჩენა ვამჯობინე – ციტირებს სედრიკის სიტყვებს Football Espana.
ბაკამბუ “ვილირეალში” გასული სეზონის დასაწყისში გადავიდა და 51 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ორჯერ აიღო.