ჩოგბურთი

21:43 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ლონდონში მოგებით დაიწყო

ლონდონში სტარტი აიღო წლის შემაჯამებელმა ტურნირმა. რომლის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურნირის ავსტრიელი დებიუტანტი დომინიკ ტიმი 6:7, 6:0, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა. ნოლემ 25 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო ავსტრიელმა 47.

შეხვედრაში მხოლოდ პირველი სეტი იყო დაძაბული, რომელიც ავსტრიელმა ტაი-ბრეიკზე 12:10 მოიგო. ხოლო დანარჩენ ორ სეტში, ნოვაკი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

ნოვაკი 15 ნოემბერს კანადელ მილოშ რაონიჩს შეხვდება.

წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 7.5 მილიონი დოლარია.

0.118423